ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე გაჩენილი ორმოების გამო, მესამე თვეა, მოძრაობა სახიფათოა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების განხორციელებას ხელი უამინდობამ შეუშალა, ამის გამო კი კომპანიას მუშაობის ვადა ისე ამოეწურა, რომ თანხის ნახევარი გაუხარჯავი დარჩა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
დაზიანებული ადგილების გამო ახალციხის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე ხშირად საცობები იქმნება. განსაკუთრებით რთული გადაადგილება კოსტავას, რუსთაველის, ცხრა აპრილისა და ასპინძის ქუჩებზეა.
გზების ორმული შეკეთება შპს „დავითს“, ახალციხის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამ აპრილს უნდა დაესრულებინა. თუმცა, ვადა ისე ამოიწურა, რომ ქუჩებზე ორმოები ისევ რჩება. კომპანიამ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 63 541 ლარით მოიგო, ამ თანხით შპს „დავითს“, სამი იანვრიდან სამ აპრილამდე. გზების მოვლა–შენახვაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ვადა ისე გაუვiდა, რომ მხოლოდ 36 379 ლარი, ანუ 57.25% აითვისა.
ახალციხეში გზების ორმულ შეკეთებაზე პასუხისმგებლობას ახალი კომპანია შპს „ოცხე“ ჩაიბარებს. მან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცხრა მარტს გამოცხადებული ტენდერი 100 000 ლარით მოიგო. თუმცა, ჯერ კომპანია სამუშაოების განხორციელებას ვერ დაიწყებს, რადგან მასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა.