ქუთაისის საჯარო სკოლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

1462

ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში საჯარო სკოლებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების შეკეთებას 2019 წელს ეტაპობრივად დაიწყებენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მომავალ წელს სამ სკოლას (N 25; N 19; N 9)  ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას, 2020 წლისთვის ასევე სამ სკოლას (N 40; N 8; N 20) და ამდენივეს შეკეთება  (N 23, N 16, N 24)  იგეგმება 2021 წლისათვის.

“სკოლის შენობების რეკონსტრუქცია საჭიროების მიხედვით მოხდება. იქნება ეს ფასადი, სახურავი, ჭერი, კედელი თუ სველი წერტილების მოწესრიგება” – განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

სამინისტრომ სკოლების რეკონსტრუქციისთვის 200 000 ლარი გამოყო.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საჯარო სკოლების შეკეთება მიმდინარე წლიდან დაევალათ. ეს ვალდებულება მათ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დააკისრა, ხოლო რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხებს თავად უწყება დაფარავს.