სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 521 ლარით ფინანსდება, ორი სახიდე გადასასვლელის და 537 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.
განახლებული გზით კი, სოფლის ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს.