ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში დეკანოსიძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სოფელში ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 120 000 ლარით აფინანსებს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი 5%-ს შეადგენს.
გზის რეაბილიტაცია ღარიხევში ერთ კვირაში დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი, ვარლამ ჭიპაშვილი ადგილზე გაეცნენ.