შოროპნის ციხის ისტორიული ფასადის შესანარჩუნებლად, ზესტაფონის მერიასა და კომპანია სოკარის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.
ანტიკური ხანის ციხე–ქალაქი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, ბუნებრივი აირის საჰაერო მაგისტრალის დემონტაჟი განხორციელდა, რაც ამიერიდან ციხის იერსახეს ვეღარ დაამახინჯებს და ფასადის ხილვადობა უფრო თვალშისაცემი გახდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ამბობს: „კომპანიის მხრიდან ეს არის როგორც გულისხმიერების გამოხატულობა, ასევე პატივისცემა ჩვენი ისტორიული ძეგლების და კულტურის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო“.