ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში გზა მოასფალტდება

693

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 540 999 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის დაპროფილება, რის შემდეგაც დაიწყება ქვიშა-ხრეშით მოსწორება, ხოლო შემდეგ ასფალტირება.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზრის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის მოსახლეობა ისარგებლებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.

მერის პირველი მოადგილის ზვიად ქურდაძის განცხადებით, სამუშაოები გაზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება და 2000 -მდე ადგილობრივ მცხოვრებელს და სტუმარს კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.