ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება დილიდან დაიწყო. ამის შესახებ გუშინ ქუთაისის მერმაც ისაუბრა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უკვე დასუფთავდა ჭავჭავაძეზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
მეორე ეტაპზე იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და განათებებისა და სათვალთვალო კამერების დამონტაჟება.