სიღნაღის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

704

სიღნაღის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოსახლეობასთან ერთად ესწრებიან. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დღევანდელ სხდომაზე ორი საკითხი უნდა განიხილონ. მათ შორის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრა.

ოპოზიციონერები საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის საკითხს აპროტესტებენ და მოითხოვენ დღის წესრიგის შეცვლას.

სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” პროვოცირებას აპირებს და სესიის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ხატიაშვილი ამბობს, რომ სახელფასო ანაზღაურების მომატება მხოლოდ იმ 6 თანამშრომელს ეხება, ვინც დამატებით ასრულებს სამუშაოს.