ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს ქალაქისთვის 3 316 ხე-მცენარეს იყიდიან. მათივე ინფორმაციით, შესაძენი მცენარეები მდგრადია ქალაქის პირობებისთვის, ფესვთა სისტემა არ აზიანებს მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ამტანია დაავადება-მავნებლებისადმი.
მერია შემდეგი მცენარეების შეძენას გეგმავს:
1.. გინკობილობა – 100 ძირი
2. მიმოზა – 100 ძირი
3. მაცუდანის ტირიფი – 100 ძირი
4. ფიჭვი შავი – 200 ძირი
5. ცხენისს წაბლა – 100 ძირი
6. ქაფური – 80 ძირი
7. მაგნოლია გრანდიფფლორა -80 ძირი
8. ბზა ბურთისებრი -100 ძირი
9. ოფიოპოგონი – 2 456 ძირი
მერიის ინფორმაციით, დარჩენილი ნაშთი, 1179 ძირი ხე-მცენარე ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სვერებში დაირგვეება.