ქუთაისის მერია მზად არის ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელი ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭოს. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მოსახლეობამ სთხოვა და აქციაც გამართა. ინიციატორი ყოფილი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძეა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ერთ-ერთ ქუჩას ტატუნაშვილის სახელი მიანიჭონ, თუმცა აქციის მონაწილეების მხრიდან უწყებაში ოფიციალური წერილი არ შესულა.
“აქციის მონაწილეებს არ მოუმართავთ, მაგრამ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავითვალისწინოთ ეს წინადადება. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ერთ-ერთ ქუჩას არჩილ ტატუნაშვილი სახელი მიენიჭოს”, -თქვეს მერიაში.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქუჩას შეეცვლება სახელი.