ქუთაისის მერია ქალაქში ვარდების გაშენებას გეგმავს

1366

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის გამწვანებაზე მუშაობას იწყებს. ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის თქმით, გამწვანების პროექტის ფარგლებში, ქალაქში ვარდები დაირგვება. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

„ერთ-ერთი მთავარი მცენარე, რომელიც ქალაქში გაშენდება, იქნება ვარდი, რადგან ქუთაისი არის სავარდო და სამაისო ქალაქი,“ – განაცხადა ვიცე-მერმა.

მისი თქმით, ქალაქის გამწვანება „ქუთაისობამდე“ უნდა დასრულდეს, რომელიც 2 მაისს არის. სამუშაოებისათვის 50 000 ლარია გათვალისწინებული.