ახალციხის სოფელ საძელში გზა მოასფალტდება

685

ახალციხეში, სოფელ საძელში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ღირებულება 469 516 ლარია. სამუშაოებს შპს „ასტორია“ შეასრულებს. საძელის გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება 2 აპრილიდან დაიწყება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კომპანიასა და ახალციხის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. როგორც შპს „ასტორიას“ ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი განმარტავს, ასფალტის გარდა გზის გვერდებზე მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემაც მოეწყობა.

სოფელ საძელში 120 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები დიდი ხანია უგზოობასა და სოფლის მოსაწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ჩივიან.