შუახევში აგროტექნიკის ცენტრი მოეწყობა

913

შუახევში სანერგე, საჩითილე, სანაშენე და აგროტექნიკის ცენტრი მოეწყობა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სამინისტრო შუახევში სანერგე და აგროტექნიკის ცენტრს მოაწყობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 820 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული პროექტი სამინისტროს 2017-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება და რამდენიმე კომპონენტს შეიცავს.

► სანერგე მეურნეობა – მაღალპროდუქციული ნერგების გამოყვანა და მოსახლეობისთვის მიწოდება;

► სანაშენე მეურნეობა – მაღალმიან აჭარაში სუფთა ჯიშის პირუტყვით ფერმერების მომარაგება. ჯიშგანახლების ხელშეწყობა;

► საჩითილე მეურნეობა – მებოსტნეობის მხარდაჭერა. მაღალპროდუქტიული ჩითილების გამოყვანა და მოსახლეობისთვის მიწოდება;

► აგროტექნიკის ცენტრი – აგრომარკეტის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება აგროტექნიკისა და აგროსაშუალებების, მათ შორის შხამქიმიკატების შეძენა, კონსულტაციის მიღება, წარმოების საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
(თანხა შეიძლება შეიცვალოს. მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო სახეს შემოდგომაზე მიიღებს).

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის’’ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა