რუსთავის ორ ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.
სამხარაულის დასკვნის მიხედვით რუსთავის რამდენიმე ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება.
“ბაგა ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განაცხადებით არასათანადო პირობებია #25 და #8 ბაღში, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში გადანაწილდნენ.
#25 და #8 ბაღის აღსაზრდელებისთვის მოქმედებს თავისუფალი დასწრება, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო 27-ე ბაღი, მხოლოდ კაპიტალურად გამაგრებას საჭიროებს, რაც სასწავლო პროცესის გაგრძელებას ხელს არ შეუშლის.