ქალაქ ვალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც კომპანია “ბესტმა” მათი კუთვნილი ხეხილის ბაღებში გზა გაიყვანა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, გზაზე სატვირთო მანქანები მოძრაობენ, რის გამოც ხეები დაზიანდა.
კომპანია „ბესტში“ ამბობენ, რომ არ იცოდნენ ჰყავდა თუ არა ხეხილის ბაღებს მეპატრონეები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გზა მდინარის ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გაიყვანეს, თუმცა აუცილებლად გამონახავენ ალტერნატიულ გზას, რომ მოსახლეობის კუთვნილი ხეხილის ბაღები აღარ დაზიანდეს.