სოფელ წაბლანაში სტიქიით დაზარალებული 208 ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს

738

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 208 ოჯახი ბათუმში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

საცხოვრებელი ბინები განთავსებულია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 16-სართულიან კორპუსში. ამავე კორპუსში მიიღებს ბინებს 164 დევნილი ოჯახიც, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო.

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.

დევნილთა სამინისტროს ცნობით, 2018 წელს სახლი 445 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.