შუახევის 11 თემში გზების კეთილმოწყობაზე 306 ათასი ლარი დაიხარჯება

590

11 თემის შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის, შუახევის მერიის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 306 ათასი ლარი დაიხარჯება. რამდენიმე ლოკაციაზე ფერდსამაგრ სამუშაოებიც არის დაგეგმილი. სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი აპრილის ბოლოს გამოცხადდება.  ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ყველაზე მეტი თანხა 70 ათასი ლარი უჩამბის თემში დაიხარჯება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტიც განახორციელებს. იგეგმება შუბნისნიგაზეულისზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით გზების კეთილმოწყობა.

200 000 ლარია გათვალისწინებული ლაკლაკეთსადა დღვანში ორი ახალი ხიდის ასაგებად.