წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13-19-ე კილომეტრების მოასფალტება და თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარების მოწყობა.
სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დასრულდება და ზემო ქედი-ქვემო ქედის დამაკავშირებელი გზის 36-48-ე კილომეტრებზე გადაინაცვლებს.
“პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს ექნება სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა. ამიტომაც გზის სარეაბილიტაციო სამუსაოებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის “-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და წელს, აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ის ოზაანიდან ქვემო ქედის ჩათვლით 37 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.