“რუსთავში მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის”, – ეს განცხადება მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა გააკეთა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
როგორც სამსახურის უფროსი განმარტავს, რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკისა და ცვეთის გამო, ტექნიკურ დათვალიერებას საერთოდ ვერ გაივლის. ჯურხა ბენდელიანის განცხადებით, ავტობუსებს, რომლითაც რუსთაველები გადაადგილდებიან რესურსი უკვე ამოწურული აქვს,თუმცა სამსახურის უფროსი ასევე განმარტავს, რომ ტექნიკური სამსახურის მიერ ტრანსპორტი ყოველდღიურად მოწმდება და მოქალაქეებისთვის ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უსაფრთხოა.
ჯურხა ბენდელიანის განცხადებით 2018 წელს ავტოპარკის განახლება არ იგეგმება.