გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, აღთაკლიაში, ყარათაკლიასა და ყარაჯალარში გზის 8, 21 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის მიხედვით სოფელ სართიჭალაში 2,28 კმ, სოფელ აღთაკლიაში 1,92 კმ, ყარათაკლიაში 1,54 კმ, ხოლო ყარაჯალარში 2,47 კმ სიგრძის ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 282 890 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 16 აპრილს დასრულდება.
სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღით განესაზღვრა.