ქუთაისში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფარში ცხოვრებას, ვაგონში დარჩენა არჩია

832

ქუთაისში, სამგზავრო ვაგონში მცხოვრებმა ნათელა ხუჭუამ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი განაცხადა.
მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებას სოციალურად დაუცველმა ვაგონში ყოფნა არჩია. მიზეზი მისთვის შეთავაზებული ოთახია, რომელსაც აივანი არა აქვს. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის თქმით, ნათელა ხუჭუამ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრებაზე უარი თავად განაცხადა.

ჭიღლაძის განმარტებით,  ნათელა ხუჭუამ წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების უფლება 2018 წლის 26 იანვარს მიიღო, ხოლო პანსიონი თავისივე დაგადაწყვეტილებით 22 თებერვალს დატოვა.

მოხუცთა თავშესაფრის დატოვების შემდეგ , ნათელ ხუჭუამ სოციალურად დაუცველი სტატუსის ხელახალ მინიჭებაზე შეიტანა განაცხადი, რადგან კანონით, როდესაც ბენეფიციარი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა  მას ფულადი დახმარება აღარ ერიცხება. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ ბენეფიციარის განცხადება უკვე დარეგისტრირდა.

63 წლის ნათელა ხუჭუა უკვე 20 წელია მატარებლის მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს.