ზუგდიდში კიბოს სკრინინგ ცენტრი შენდება

738

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიბოს სკრინინგ ცენტრი შენდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მისი მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრუდლება. პროექტის ღირებულება 1 000 000 ლარია.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი ჩეხეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.