ბათუმში, ბესიკის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო 7“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 419 ათას ლარს შეადგენს.