ქობულეთის მუნიციპალიტეში ქარსაცავ ზოლში ფიჭვები დარგეს

656

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით მერიამ გარემოსდაცვით კამპანიას აგრძელებს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ქარსაცავ ზოლში ფიჭვის ნერგები დარგეს.

გამწვანების აქციის ფარგლებში ფიჭვნარის ქარსაცავ ზოლში 600 ძირი ნერგის დარგვა იგეგმება.

„ჩვენ გარემოსდაცვით კამპანიას ვაგრძელებთ, რომლის ფარგლებში სისტემატურად განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. გამწვანდება ქარსაცავი ზოლები, დასუფთავდება ქალაქის ქუჩები, სკვერები და ზღვის სანაპირო. დღეს ფიჭვნარის ქარსაცავ ზოლში 250 ძირი ფიჭვის ნერგი დავრგეთ. აქციის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაა“ – აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

 გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში მსგავსი ხასიათის აქციები მუნიციპალიტეტში სისტემატურად ტარდება.