ახალციხეში, ქალაქის არქივის ეზოში მე-18-19 საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს

802

ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის შენობის ეზოში აღმოჩენილი მე–18 – მე19 საუკუნის შენობის კედლები წითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კუტლურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად გადაწყვიტა, რომ სამცხე–ჯავახეთის არქივი ისევ ამ ადგილზე აშენდება, თუმცა ამისთვის შენობის პროექტი შეიცვლება.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლაზე უკვე მუშაობენ. გადაკეთებული პროექტი კი ისეთი უნდა იყოს, რომ მე–18 – მე–19 საუკუნით დათარიღებული შენობის კედლები ხელუხლებელი დარჩეს, გარედან შეიმინოს და მისი დათვალიერება შესაძლებელი გახდეს.

გარდა არქივის შენობისა, ასევე მზადდება პროექტი არქეოლოგიური აღმოჩენის შესამინად. აღნიშნულ პროექტზე საქართველოს კულტურული მემეკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნის მიხედვით ივარაუდება, რომ „ შესწავლილი ნაგებობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო, როგორც საყოფაცხოვრებო“.