ლაგოდეხში, მდინარე კაბალზე დამცავი გაბიონები განთავსდება

950

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კაბალის ხევზე დამცავ გაბიონებს აწყობენ. სოფელი გიორგეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველ გაზაფხულზე უხვი ნალექის შედეგად მდინარე კაბალი დიდდება და დამცავ მიწაყრილს არღვევს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“მდინარე კაბალი როცა დიდდება, წლების მანძილზე ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებს, სახნავ-სათეს სავარგულებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს და საფრთხეს გვიქმნის. არაერთხელ დაუტბორია უკვე დათესილი ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები”, – თქვა ადგილობრივმა მოსახლეომ გია რეხვიაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ეწყობა 378 გრძივი მეტრის დამცავი გაბიონი.

“დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ ახორციელებს. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული რისთვის 349 000 ლარი დაიხარჯება”, -თქვა ლაგოდეხის მერმა.