ქედაში 29 საჯარო სკოლიდან ლაბორატორია მხოლოდ 6 სკოლაშია

933

ქედის მუნიციპალიტეტში 29 საჯარო სკოლიდან სულ 6 სკოლაა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიით აღჭურვილი. ქედის რესურსცენტრის უფროსის დურმიშხან შავიშვილის თქმით, მომავალ წელს შესაძლოა კიდვ ორი სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიით. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

სკოლებში, ლაბორატორიის აუცილებლობაზე მოსწავლეები და მათი მშობლებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, როდესაც სკოლაში ლაბორატორიაა და მოსწავლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა შეუძლია, ეს ძალიან კარგია, რადგან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსწავლეების აღნიშნული საგნებით დაინტერესებაში.

“ქედაში სულ 29 საჯარო სკოლაა, აქედან ლაბორატორიული კაბინეტი 6 სკოლას აქვს, თუმცა ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია და ვცდილოთ ყოველ წლიურად ეტაპობრივად ყველა სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიული კაბინეტებით, მომავალ წელს კიდევ ორ სკოლში იგეგმება ლაბორატორიული კაბინეტების მოწყობა”, – განაცხადა ქედის რესურსცენტრის ურფოსმა დურმიშხან შავიშვილმა.

ქედაში სულ 2 700 მოსწავლეა.