ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული სასამართლომ სამსახურში დააბრუნა

767

ზესტაფონის მერიიდან 2017 წელს გათავისუფლებული იამზე მარაქველიძე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სამსახურში აღადგინა. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.

სასამართლომ ბათილად ცნო ზესტაფონის მერიის გადაწყვეტილება მარაქველიძის გათავისუფლებაზე და ის თანამდებობაზე აღადგინა შესაბამისი განაცდურის ანაზღაურებით.

იამზე მარაქველიძის უფლებებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იცავდა.

იამზე მარაქველიძე 2013 წლიდან უვადოდ იყო დანიშნული ზესტაფონის მერიაში მდივნის პოზიციაზე. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მას ვადიანი ხელშეკრულება დაუდეს და 2017 წლის 31 დეკემბერს, სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით გაანთავისუფლეს.