ყვარლის ისტორიული ციხის დაზიანებული კოშკის აღსადგენად ტენდერი მეორედ გამოცხადდა. ყვარლის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ მამულაშვილის თქმით, დაზიანებული ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 500 ლარი გამოიყო. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე) კულტურული მემკვიდრეობის არანაკლებ 3 ძეგლზე აღდგენითი სამუშაოების გამოცდილება.
“ისტორიული ძეგლი აღდგენაზე ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. ტენდერში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ბოლო 5 წლის განმავლობაში 50 000 ლარის ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე აღდგენითი სამუშაოების გამოცდილება. ციხე ქვითკირითაა ნაგები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა მისი რეაბილიტაცია”,- განაცხადა დავით მამულაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი 10 მარტს ჩამოინგრა. ტენდერის ჩაშლის შესახებ კი ცნობილი 12 მარტს გახდა.