ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვალში 110 046 ლარის დაფინანსება გასცა

688

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 110 046 ლარის დაფინანსება გასცა. ამ თანხით, მუნიციპალიტეტი 481 ბენეფიციარს დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

„54 991 ლარი 124 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 85 ბენეფიციარი 14 605 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი სოციალური პროგრამები მოიცავს როგორც ყოველთვიურ ასევე ერთჯერად დახმარებებს.
მერის ლევან ლიპარტიას თქმით, პროგრამებით სარგებლობენ 4 და მეტ შვილიანი ოჯახები, შშმ პირები, გამოჩენილი ადამიანები, ახალდაქორწინებულები, ახალშობილები, 100 წელს გადაცილებული პირები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და ა.შ. რაც მთავარია, მუნიციპალიტეტი აფინანსებს მოქალაქეების სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს“, – წერია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.