რუსთავში 20 უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა

1015

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 20 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. როგორც სამსახურში განაცხადეს, აქედან 8 პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. მოქალაქეები უკანონო მშენებლობისთვის  3 000 ლარით დაჯარიმდნენ. მათივე ინფორმაციით 7 მათგანს კი გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად განეხორციელებინათ. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს

შეგახსენებთ,რომ რუსთავში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 3 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

რუსთავში უკანონო მშენებლობის 20 ფაქტი 2017 წელს გამოვლინდა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, ამ ეტაპზე არცერთი უნებართვო მშენებლობის ფაქტი არ გამოვლენილა.