მარნეულის სოფელ ქვემო სარალში ჩივიან, რომ წყლის, გზის და ნარჩენების გატანის პრობლემა აქვთ

944

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში მოსახლეობას არაერთი პრობლემა აწუხებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სასმელი წყალია. მიუხედავად იმისა , რომ რამდენიმე თვეა , რაც სახლში წყლის მილები გაიყვანეს , სასმელი წყალი დაპირებისამებრ არ აქვთ. საოჯახო საქმეებისთვის კი ნარჩენებით დაბინძურებულ არხის წყალს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

უკვე 22 წელია, რაც სოფელს ცენტრში ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის სახელობის წყარო აქვს. ოჯახების უმეტეობა  წყაროდან კი შორს ცხოვრობს, 4-5 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ სასმელი წყალი სახლში მიიტანონ.

რადიოს ცნობით, ზოგს წყაროზე ჩასვლა არ შეუძლია, ამიტომ წყალს ნარჩენებით სავსე არხიდან იღებს,რათა საოჯახო საქმეებისთვის გამოიყენონ.რხი კი ნარჩენებით დღითიდღე ივსება, სოფელში ნაგვის ურნები არასდროს ჰქნიათ,  ამიტომ მოსახლეობა ნარჩენებს წყალში ან რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყრის.

მოსახლეობა წყლის პრობლემის გარდა ანტისანიტარიას და  გზის პრობლემასაც ასახელებს.  შიდა გზებზე ხრეშიც კი არ არის.  წვიმიან ამინდებში რეზინის ბათინკების ჩაცმა უწევთ, რათა გზაზე გაიარონ. მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა მას მერე გაჩნდა, რაც ბუნებრივი აირის მილები გაიყვანეს, ასფალტი აყარეს, პირვანდელი სახე კი არ დაუბრუნეს.

როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს, ქვემო სარალში ურნების დადგმა იგეგმება, თუმცა უკვე თვეებია ნაგვის ურნების მიღებას ელოდებიან და კონკრეტულად თუ როდის მოგვარდება სოფლებში ურნების პრობლემა არ იცის.

მარნეულის მერიაში გამნარტავენ, რომ ქვემო სარალში წელს  გზის რეაბილიტაცია არ იგეგმება, რაც შეეხება წყლის პრობლემის გადაჭრას შპს „მარნეულის სოფწყალში“ ამბობენ, რომ ქვემო სარალი იმ 13 სოფელში შედის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მათი კომპანია უნდა ემსახუროს, თუმცა როდის მოხდება ეს, არ იცის.