ხულოს მერია ახალ ოფიციალურ ვებგვერდს აკეთებს

1038

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge  რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება. ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცელებს.

ახალ ვებგვერდზე მერია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან ერთად, ტურისტული მარშრუტების განთავსებას გეგმავს.

ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ტურისტებისთვის გათვლილი ინფორმაცია, რომელიც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სამ ენაზე იქნება ნათარგმნი: ინგლისურ, რუსულ და ბერძნულ ენებზე.

ვებგვერდის ახალი დიზაინის შესაქმნელად საჭირო მომსახურებას ხულოს მერია გამარტივებული წესით შეისყიდის.