ქალაქ ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას. მშენებლობის პროცესში ადგილობრივი (ქართული) წარმოების გოფრირებული მილები გამოიყენება.
სამინისტროს განცხადებით.ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 85 მილიონ ლარამდე აფინანსებს. სამუშაოები 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.