საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში 10 დღეა, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
ამ დროისთვის 35 აბონენტს დაუმონტაჟდა მრიცხველები. საერთო ჯამში, 170-ზე მეტი აბონენტის გამრიცხველიანება იგეგმება. კომპანია აბონენტებს თანხის გადახდის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს სთავაზობს, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში მიიღონ ბუნებრივი აირი. ვერხვიანი-შიბლიანის დამაკავშირებელი 13 კილომეტრიანი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ შიბლიანს დღემდე არასდროს ჰქონია ბუნებრივი აირის მიღების საშუალება.