მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა

655

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, უხვი ნალექის დროს, მდინარე ენგური მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა.

უწყების ინფორმაციით, რამდენიმე მონაკვეთზე ენგურმა საყანე ფართობებიც მიიტაცა. პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყო მდინარე ენგურის- შამგონას, კოკის და ორსანტიას მონაკვეთებზე. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში კი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი საერთო ღირებულება 1 975 200 ლარია.