რუსთავში ელექტრონული ბიბლიოთეკები 13 ადგილზე განთავსდა

823

რუსთავის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი დასრულდა. ქუჩებსა და სკვერებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები სულ 13 ადგილზე განთავსდა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

“ქალაქი-ბიბლიოთეკა” სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს “საბას” ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

შეგახსენებთ, რომ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა,მომხმარებელმა გადმოწეროს უფასო აპლიკაცია Saba Reader.

პროექტი, რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, ინიციატივა კი საკრებულოს წევრს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის.