რუსთავის ავტოტრანსპორტის სამსახურის უფროსი შეიცვალა

871

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს უფროსად ჯურხა ბენდელიანი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უკვე მოაწერა. ჯურხა ბენდელიანი მუშაობას უკვე შეუდგა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბენდელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელის თანამდებობა ფრიდონ დვალაძეს ეკავა.