თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარს უფლებამოსილება შეუჩერეს. თუ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, კრწანისში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. საკითხზე დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 28 თებერვალს დააკავეს.