საგამოცდო ცენტრი არც ფოთში გაუქმდება

1416

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება.

რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრთან შეთანხმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი შეხვდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას.

ამასთან, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ოზურგეთში, ხულოსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების გაუქმების შესახებ ინფორმაცია 26 თებერვალს გავრცელდა. ეს ამბავი ფოთსა და ოზურგეთში აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა გააპროტესტეს. 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი აღარ გაუქმდებოდა.