ფოთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები აქციას მართავენ. ისინი ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს მშობლები, საზოგადოების წევრები და ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლები შეუერთდნენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„მინდა მკვეთრად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით. ფოთელები გამოვხატავთ პროტესტს და ვაჩვენებთ ყველას, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შევეგუებით. რეალურად, ვერ გვისახელებენ არგუმენტს თუ რის გამო გაუქმდა საგამოცდო ცენტრი. როცა ცხელ ხაზზე დავრეკე, ხან აკრედიტირებული უნივერსიტეტის არარსებობა, ხან კი ხარჯების შემცირება დამისახელეს მიზეზად, რაც აბსურდია,“- თქვა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრები ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში გაუქმდა.