2 მარტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მდივნის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას 18 კონკურსანტი იღებდა, თუმცა გასაუბრებაზე 9 გამოცხადდა გამოცხადდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“ამ კონკურსში საკონკურსო კომისია არ მონაწილეობას. გასაუბრება ჩაატარა მერმა, დოკუმენტალურად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 9 კონკურსანტი გამოცხადდა, მერი თავად შეარჩევს მდივანს. შეუძლია გასაუბრების დღესვე შეარჩიოს“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა სლავა სუარიძემ.
მისივე თქმით, მერის მდივნის ანაზრაურება 600 ლარია.