თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის ქუჩის მხატვრობის მასტერკლასი და ვორქშოპი გაიმართა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, სამხატვრო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ Street Art -ის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო მოგვიანებით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.
“Street Art – ის მასტერკლასი და ვორქშოპი ძირითადად ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, რადგან ისინი ყველაზე კარგად ერკვევიან ამ საკითხში. ღონისძიების ძირითადი მისია იყო იმ ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და ტენდეციების გაცნობა, რომელიც ამ დარგშია აქტუალური. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ გაფერადდეს ჩვენი ქალაქი, შენობები თუ ზებრა გადასასვლელები, რომლებიც დღეს უსახურად გამოიყურება. შენობებსა და ზებრა გადასასვლელებს სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მოხატავენ”, – თქვა ფიქრია ყუშიტაშვილმა.