თბილისის საკრებულოს წევრს, კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და გორგაძეს პატიმრობა შეუფარდა. თემურ გორგაძე ბრალს არ აღიარებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს ბრალი თაღლითობით 1 მარტს დაკვალიფიცირდა.