გრაკლიანის გორაზე ტურისტული ბაქანი, მისასვლელი გზა და პარკინგი მოეწყობა

1247

გრაკლიანის გორამდე მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ტურისტული ბაქანი გაკეთდება. ამის შედეგად, ვიზიტორებს ძეგლზე მისვლა და არქეოლოგიური ექსპოზიციების მონახულება შეეძლებათ. შესაბამის პროექტზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

პროექტირებისთვის კასპის ბიუჯეტიდან 3500 ლარი გამოიყო, პროექტის დამუშავების შემდეგ კი მთლიანი სამუშაოებისთვის საორიენტაციო თანხა დადგინდება.

გეგმის მიხედვით, უნდა მოწეყოს ქვედა – ავტოპარკინგი და ზედა – ტურისტული ბაქანი. ასევე, ასფალტობეტონის სამანქანო გზა კასპი-ლამისყანის გზაჯვარედინთან არსებული გვირაბის გავლით. ვიზიტორებისთვის და მანქანებისთვის გათვალისწინებულ ავტოსადგომი გათვლილი იქნება 25 მანქანაზე და 8 ავტობუსზე. ტერიტორია აღიჭურვება გარე განათებით.

ტურისტულ ბაქანსა და არქეოლოგიურ კომპლექსში ასასვლელ ბილიკებზე გამოყენებული იქნება გრანიტის ნატეხი ქვა.