ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
ცენტრის დირექტორის ლევან ქაჯაიას თქმით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას გულისხმობს.
“განცხადებები მიიღება წერილობითი ფორმით, ქ. ლაგოდეხში, კოსტავას ქ.N1 -ში მდებარე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“ ოფისში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, CV, განათლების დამადასტურებელი (საშუალო, ტექნიკური, უმაღლესი) დოკუმენტი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში), კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) არსებობის შემთხვევაში. კონკურსანტები შეფასდებიან ქულათა სისტემით, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით. შეფასების კრიტერიუმებია კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, სამუშაო მოტივაცია (შრომითი ღირებულება), კანდიდატის თვითშეფასება, კანდიდატის მზაობა თანამდებობის დასაკავებლად. გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მაღალი ქულის მქონე კანდიდატს“, – თქვა ლევან ქაჯაიამ.
განაცხადების მიღება 2 მარტამდე გაგრძელდება.