ოზურგეთის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა

619

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 030 236,93 ლარით გაიზარდა. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვილებასა და მატებას საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უყარა კენჭი. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

ბიუჯეტში თავისუფალ ნაშთთან ერთად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 4 024 219 ლარიც აისახა.

მთლიანი თანხის 85, 2 %-ი – 6 845 127 ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა დამატებით შემოსულ თანხებთან ერთად საერთო ჯამში  26 მილიონ 649 237 ლარი შეადგინა.