ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგფონდიდან 4 024 219 ლარი გამოეყო

904

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის 8 პროექტია დაფინანსებული. დაფინანსების ჯამური ღირებულება კი 4 024 219 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტს წელს პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქვს დასახული.

დაგეგმილია სოფლების – ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მე-3 ეტაპი, რომლისთვისაც რეგფონდიდან 434,822 ლარია გათვალისწინებული.

აგრეთვე, დაგეგმილია სოფლების – ვაკიჯვარი (ფამფალეთი)-მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი, რომელზეც ცენტრალური ბიუჯეტიდან 696,225 ლარი დაიხარჯება.

განსახორციელებელ პროექტთა სიაშია ნასაკირალი-მელექედურის გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპიც, რომლისთვისაც რეგფონდი 588,204 ლარი გამოყოფს.

დაგეგმილია, ასევე, სოფლების – წითელმთა-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპიც, რომელზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 144,246 ლარი დაიხარჯება;

მოწესრიგდება, ასევე, სოფელ სილაურის ცენტრიდან ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას მიმართულებით არსებული გზა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 830,277 ლარია გამოყოფილი.  რეაბილიტირდება სოფ. ჭანიეთის ცენტრის გავლით სოფ. ქაქუთის დასაწყისამდე გზის პირველი მონაკვეთიც და მასზე რეგფონდიდან 737,132 ლარი დაიხარჯება;

დაგეგმილია, აგრეთვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრი-გორისფერდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 403,200 ლარით დაფინანსდა.

გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მიმდინარე წელს არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა  დაიწყება. აღნიშნულ პროექტზე 190,113 ლარია გამოყოფილი.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.