ბათუმში მგზავრები მუნიციპალურ ტრანსპორტში ნაღდი ფულით ვეღარ გადაიხდიან

578

ბათუმში ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით აიკრძალება,- ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომელმაც 100-დღიანი მუშაობა შეაჯამა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

მისი თქმით, სიახლე ქალაქში სატრასპორტო მოძრაობას მოაწესრიგებს, თუმცა ინიციატივა როდის ამოქმედდება მერს არ დაუკონკრეტებია.

“უკონტაქტო გადახდის სისტემა დანერგილია მთელ ცივილიზებულ სამყაროში, უნდა დაინერგოს ჩვენთანაც. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დაინერგოს ჯიპიარეს სისტემებიც, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოძრაობას”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერმა 100-დღიანი საქმიანობის 250 გვერდიანი დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა.