ხონის მუნიციპალიტეტის სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

686

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მოადგილეებთან ერთად სოფელ კინჩხაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა სახლის მშენებლობა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.  სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ტურისტების ნაკადის შემოდინებას ჩვენს მუნიციპალიტეტში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ მიმართულებით მუშაოება აქტიურად გრძელდება და დამთვალიერებელს ბევრ ახალ და საინტერესო ტურისტულ ლოკაციას შევთავაზებთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა იქნება“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.